ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„თოფურიას ჰოლოუეის დაფინიშება შეუძლია“ | ასპინალი ილიას გამარჯვებას ვარაუდობს

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტომ ასპინალმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. ასპინალი „ელ მატადორის“ გამარჯვებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ მას „დალოცვილის“ დაფინიშება შეუძლია.

„ილია მაქსზე დაბალია და ეცდება, კორპუსში შევიდეს, ლოუ ქიქები განახორციელოს და საფირმო დარტყმა მოძებნოს. ჰოლოუეის რადიკალურად განსხვავებული სტილი აქვს. ილიასა და მაქსის ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ კრივი ორივეს ძალიან უყვარს. ჰოლოუეის ხელები დაბლა აქვს დაწეული, ყბა ოდნავ მაღლა და დაუჯერებელი რაოდენობის დარტყმებს ახორციელებს. მას საოცარი ფიზიკური კონდიციები აქვს.

ჩემი აზრით, თუ თოფურია თეიქდაუნების საფრთხეს შექმნის, მაქსი იძულებული იქნება, ოდნავ დაცვით კრივს მიმართოს. დიახ, მისი პარტერში გადაყვანა რთულია, მაგრამ როცა მეტოქის თეიქდაუნის მცდელობებისთვის ემზადები, შეიძლება, ხელები დაბლა დაუშვა და ამით მოწინააღმდეგემ ისარგებლოს. მგონია, რომ ილიას მაქსის დაფინიშება შეუძლია. ეს იქნება პირველი ჩხუბი, რომელშიც ჰოლოუეის დაანოკდაუნებენ. ილიას ამისთვის საჭირო ძალა აქვს და სხვადასხვა იარაღის კომბინირებას ახდენს“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლა UFC 308-ის მთავარი მოვლენაა და აბუ დაბიში გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება, ილიასა და მაქსის ჩხუბს კი სავარაუდოდ, 27-ში, 00:30-დან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად“ | ვოლკი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეი ილიას მოუგებს
„5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად“ | ვოლკი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეი ილიას მოუგებს