ჩავიმ შესაძლოა კატარის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს | Goal.com
ჩავი ერნანდესი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. როგორც Goal.com-ი წერს, კატარს სურს, ესპანელი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნოს.
ამ დროისთვის კატარის ეროვნულ ნაკრებს ბარტოლემე მარკესი წვრთნის. გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს და 4 მატჩის შემდეგ, 4 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი „ბარსელონა“ იყო და ის პოსტიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს.
2021 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 27 მაისამდე, ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებული 142 მატჩიდან „ბარსელონამ“ 89 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. ის ჰანს-დიტერ ფლიკმა შეცვალა, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი გერმანიის ნაკრები იყო.