ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ჯერ კიდევ არაა ის კვარა, რომელიც გვახსოვს“ | დი კანიომ ნაპოლიზე ისაუბრა

„იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ „ნაპოლის“ ბოლოდროინდელი ასპარეზობა შეაფასა. ვეტერანმა იტალიელმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კვარა“ ჯერ კიდევ არ ჰგავს ფეხბურთელს, როგორადაც თავი დაგვამახსოვრა.

„გასულ სეზონში, ნაპოლის ფეხბურთელები სერია A-ს დონის მოთამაშეებს საერთოდ არ ჰგავდნენ. ორი სეზონის წინ, მათ სკუდეტო მოიგეს და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდნენ, მაგრამ გასულ სეზონში, რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა.

ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს წყალობით, ნაპოლიმ მენტალური სიძლიერე დაიბრუნა და ზოგიერთი ფეხბურთელი, მაგალითად ზამბო ანგისა და დი ლორენცო, სათანადო ფორმაში ჩადგა, თუმცა, კვარაცხელია ჯერ კიდევ არაა ისეთი ფეხბურთელი, როგორადაც თავი დაგვამახსოვრა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში, „ნაპოლიმ“ „ემპოლი“ სტუმრად დაამარცხა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა და თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, თუმცა, მატჩის შემდეგ, იტალიური გამოცემებისგან დადებითი შეფასება მაინც ვერ მიიღო.

„ემპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეის“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილზე 17 ქულით „ინტერი“ იმყოფება, „იუვენტუსს“ კი 16 ქულა აქვს. კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს გამართავს და „ლეჩეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 8 თამაშში ყველაზე მეტი, 18 გოლი აქვს გაშვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა - ხვიჩას უნიკალური შედეგი სერია A-ში
ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა - ხვიჩას უნიკალური შედეგი სერია A-ში