გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ტენერიფეს გამარჯვება გრადანასთან - შერმადინს ცოტა დრო დაეთმო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდა და 11 ქულის სხვაობით, 86:75 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. შერმადინმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ასევე, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. გიორგი შერმადინს ქულის აღების მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდა და ისიც ზუსტად გამოიყენა.

ქულების რაოდენობით, საუკეთესო „გრანადას“ კალათბურთელი, გიან კლაველი იყო, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, „ტენერიფედან“ კი 24 ქულით ფრან გუერა გამოიჩა.

4 ტურის შემდეგ, „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 1 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. გიორგი შერმადინის გუნდს კონკურენტებთან შედარებით, ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.

„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „გრან კანარიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები