„ილია აუცილებლად მოიგებს ქამარს მაღალ წონაში, მაგრამ...“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ალდო მარტინესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს „ელ მატადორის“ მდგომარეობაზე ისაუბრა და მსუბუქ წონაში გადასვლის შესაძლებლობაზე თავისი აზრი დააფიქსირა.
რას ამბობს მარტინესი:
„ილია 24 საათის განმავლობაში სენსორს ატარებს და მის ძილის რეჟიმს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე, საწვრთნელ ბანაში მის დატვირთვას ვარეგულირებ“.
„ამჟამად, ბევრს ვმუშაობთ მის რეფლექსებზე და ასევე, სხვადასხვა ნიმუშებზე ვცდით. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მისი რეაქცია მეტოქის ყველა მოქმედებაზე იდეალური იქნება. თოფურია ფორმულა 1-ის მანქანას ჰგავს, მაგრამ ერთი მოძრაობის მილიონჯერ გამეორების გარეშე არაფერი გამოვა“.
„როდესაც ის მსუბუქ წონაში ასვლის სურვილს გამოთქვამს, ამას ერთად განვიხილავთ. ახლა ის საკმაოდ მაღალ დონეზეა, შეიძლება ითქვას, უმაღლესზეც და აქვს პოტენციალი, რომ უფრო უკეთესი გახდეს. ასე რომ, ილიას უფრო მაღალ კატეგორიაში ქამრით აუცილებლად ვიხილავთ, თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ UFC 308-ზე, აბუ-დაბიში დაიცავს.