მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

დაანებეთ მერაბს თავი - სტერლინგმა დვალიშვილი დაიცვა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი, რომელიც ამჟამინდელი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარია, მედიის წარმომადგენლებმა გააბრაზეს. ერთ-ერთი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალჯოს ჰკითხეს, თუ რატომ არიდებს მისი ქართველი მეგობარი უმარ ნურმაგომედოვთან შეხვედრას თავს, რაზეც მისგან საკმაოდ ხისტი პასუხი მიიღეს.

ალჯამეინ სტერლინგი

უკვე ძალიან დამღალეთ. მერაბთან დაკავშირებით გამუდმებით უაზრო სისულელეებს ლაპარაკობთ და არც ჩერდებით. დვალიშვილმა ახლახანს მოიგო საჩემპიონო ქამარი და მითხარით, რა გინდოდათ რომ გაეკეთებინა? ის ქრისტიანია და არა მუსლმანი. რელიგიური იარლიყის მიკერება ბრძოლაზე ჩანიშვნის დათანხმებასა თუ უარზე ყველაზე დიდი აბსურდია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ალჯამეინ სტერლინგისა და რუსი მოვსარ ევლოევის ჩხუბი 7 დეკემბერს უნდა შედგეს. შეგახსენებთ, რომ სტერლინგი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა და საუკეთესოს წოდება შარშან შონ ომალისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: როცა ამას გავაკეთებ, ჰოლოუეი აუცილებლად დამნებდება
თოფურია: როცა ამას გავაკეთებ, ჰოლოუეი აუცილებლად დამნებდება