იბერია 1999 - ტორპედო | ფოტოკოლაჟი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „იბერია 1999“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-3 წუთზე შეიკნე სილამ გახსნა. 35-ე წუთზე იური ტაბატაძემ მასპინძელთა უპირატესობა 2-ბურთამდე გაზარდა, ზუსტად ორ წუთში კი ოთარ მამაგეიშვილმა მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
კრისტალსპორტი იბერია 1999-სა და ტორპედოს მატჩის ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.
გიორგი ჯიქიას ფოტოები.