ხვიჩა კვარაცხელია, ელია კაპრილე
Aa
Aa

„ფენომენალური ფეხბურთელია“ - ნაპოლის მეკარე ხვიჩაზე

„ნაპოლის“ სათადარიგო მეკარემ, ელია კაპრილემ DAZN-თან ინტერვიუს დროს „ემპოლისთან“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.

რას აბობს კაპრილე:

„კვარაცხელია ზუსტად ისე თამაშობს, როგორც ვარჯიშობს, ის ნამდვილი ფენომენია. პენალტების დარტყმაზე მის ვარჯიშზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, ამით მეტოქეს საიდუმლოს გავუმხელთ“.

„რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მატჩის დასაწყისში გაგვიჭირდა, ვიბრძოდით და თამაში მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. გავიმარჯვეთ და ამით ბედნიერები ვართ, რადგან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. რბილად რომ ვთქვა, კონტემ პირველი ტაიმის შემდეგ გაგვაღვიძა. გვთხოვა, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა“.

ცნობისთვის, „ემპოლისთან“ გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. 4 გოლთან ერთად, ქართველმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 3 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან თამაში გოგლიჩიძისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - იტალიური მედია ქართველებს აფასებს
„კვარასთან თამაში გოგლიჩიძისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - იტალიური მედია ქართველებს აფასებს