მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

31-მატჩიანი სერია - სიტის ახალი რეკორდი

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურში სტუმრად „ვულვზი“ 2:1 დაამარცხა და ეს უბრალო გამარჯვება ნამდვილად არ ყოფილა - „ქალაქელებმა“ ინგლისის პრემიერლიგაში წაუგებელი სერია 31 მატჩამდე გაზარდეს და კლუბის ისტორიაში 2018 წელს დამყარებული საუკეთესო მიღწევა გააუმჯობესეს. მთლიანობაში პეპ გუარდიოლას მომზადებულ გუნდს შინაურ ჩემპიონატში 2023 წლის 6 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია და მაშინ ბირმინგემში სტუმრად „ასტონ ვილასთან“ (0:1) დამარცხდა.

„ვულვზთან“ მორიგი სამი ქულის აღება მანჩესტერელებს ძალიან გაუჭირდათ და გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჯონ სტოუნზმა საკმაოდ საკამათო ვითარებაში გაიტანა, რომელიც მსაჯმა თავდაპირველად არ ჩათვალა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა. ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, გადაწყდა, რომ ბერნარდო სილვა პასიურ თამაშგარეში იმყოფებოდა და მეკარეს ხელს არ უშლიდა.

რვა ტურის შემდეგ დაგროვებული 20 ქულით „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი „ქალაქელები“ 23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ სტადიონზე პრაღის „სპარტასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი უფრო რეალურია - ჰოლანდი ბარსაში გამოირიცხა
რეალი უფრო რეალურია - ჰოლანდი ბარსაში გამოირიცხა