ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, მეორეში კი...“ - კონტე კვარაზე და ემპოლისთან გამარჯვებაზე

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განვილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კონტემ:

„ერთადერთი, რაც ამ თამაშში დამაკმაყოფილებს, მეორე ტაიმში გუნდის სწორი რეაქცია იყო, პირველი ნახევარი კი საშინლად ვითამაშეთ. ტაქტიკური კუთხით, ბურთის ფლობის თვალსაზრისით ცვლილებები შევიტანე, ამან კი გარკვეული ნაყოფი მოიტანა, რადგან კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ. პირველ ტაიმში მაყურებლები ვიყავით, ვერ ვნახე ის, რაც მომზადებული გვქონდა და ვამჩნევდი, რომ ბევრი ფეხბურთელი ნერვიულობდა, არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული. როდესაც თამაშს ვიწყებთ, ნაკლები ნერვიულობა გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბევრ ხიფათს მოგვიტანს“.

„კვარაცხელია? რაც სხვებზე ვთქვი, მასაც იგივე ეხება. პირველ ტაიმში კარგად ვერავინ ითამაშა, მათ შორის კვარამაც, მეორე ნახევარში კი ყველა უკეთესი იყო. საკუთარი თავი დროულად უნდა დავიბრუნოთ და ფუნდამეტი უნდა დავნერგოთ, რომელსაც შემდეგ თამაშებში დავეყრდნობით“.

8 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს. ნეაპოლური გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ მიიღებს. მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან თამაში გოგლიჩიძისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - იტალიური მედია ქართველებს აფასებს
„კვარასთან თამაში გოგლიჩიძისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - იტალიური მედია ქართველებს აფასებს