გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ლე ავრი
Aa
Aa

მიქაუტაძის საგოლე პასი - ლიონმა ლე ავრი გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ „ლე ავრის“ შეხვდა და მარტივად, 3:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 72-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო.

ამ დროის განმავლობაში მიქაუტაძე აქტიური იყო, თუმცა, გოლის გატანის შანსი არ ჰქონია. თუმცა, მე-4 გოლის ეპიზოდში მთავარი როლი ითამაშა, როდესაც ბენრაჰმას ეფექტური პასით გაატანინა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ლიონმა“ ანგარიში 32-ე წუთზე, აბნერის გოლით გახსნა. 57-ე წუთზე მალიკ ფოფანამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 71-ე წუთზე, ლაკაზეტიმ მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე ბენრაჰმამ დააფიქსირა, რომელმაც გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ლიგა 1-ში 8 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

8 ტურის შემდეგ, „ლიონმა“ სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართავს, ლიგა 1-ის მე-9 ტურში კი 27 ოქტომბერს, კვლავ საკუთარ კედლებში „ოსერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს რამდენიმე მომენტი ჰქონდა - კარლსრუემ ულმი დაამარცხა
ბუდუს რამდენიმე მომენტი ჰქონდა - კარლსრუემ ულმი დაამარცხა