ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„თუ წავა, ამ მდგომარეობას გადავლახავთ“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა, თუმცა, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონტრეტული კომენტარი არ გაუკეთებია.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

„კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან ერთა იმყოფებიან, „ნაპოლიში“ დარჩებიან. რა მოხდება თუ წავა? წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რომ გუნდიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წასულან და ამ შემთხვევაშიც, თუ ასე მოხდება, ამ მდგომარეობას გადავლახავთ. მაგრამ მანამდე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩვენ უნდა ვცეთ ფეხბურთელებს პატივი, ისე პირიქით, კლუბსაც უნდა სცენ პატივი“.

 შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა, შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღეს, სერია A-ს მე-8 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით 1:0 დაამარცხა.

8 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს. ნეაპოლური გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ მიიღებს. მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გამარჯვების გოლი - გოგლიჩიძის ემპოლის დასანანი მარცხი
კვარას გამარჯვების გოლი - გოგლიჩიძის ემპოლის დასანანი მარცხი