ბუდუს რამდენიმე მომენტი ჰქონდა - კარლსრუემ ულმი დაამარცხა
ბუნდესლიგა 2-ის მორიგ ტურში კარლსრუე ულმის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. თავი ფრანკემ გამოიჩინა.
როგორც ყოველთვის, ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის მიმდინარეობისას აქტიურობდა. პირველ ტაიმში ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა ბურთს ზემოდან გადასცდა.
მეორე ტაიმის მიწურულს, ზივზივაძეს ორი მომენტი ჰქონდა. პირველ ეპიზოდში თავით დაარტყა და მცველი გადაეფარა, ხოლო მეორე მომენტში ბურთი მიიღო, დაამუშავა და კარს ააცილა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, კარლსრუეს 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერ დიუსელდორფს 1 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ბუდუს, მან მიმდინარე სეზონში კარლსრუეს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 10-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.