“პენალტის წყალობით გადარჩა“ - ხვიჩა იტალიში გააკრიტიკეს
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ემპოლის დაუპირისპირდა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვა გამოცემებმა შეაფასეს.
Tuttomercatoweb:
„ბურთი მეტისმეტად ბევრჯერ დაკარგა. დრიბლინგიც ცოტა ჰქონდა. თანამემამულე გოგლიჩიძესთან დერბი წააგო. მისი თამაში პენალტის წყალობით გადარჩა. თერთმეტმეტრიანი ცივსისხლიანად შეასრულა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.“
Tuttonapoli:
„ბევრს ვერ აქტიურობდა, თუმცა სპინაცოლასგან მხარდაჭერა თითქმის არ ჰქონდა. მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი ჰქონდა. პენალტი მნიშვნელოვანი იყო, რომელიც კარგად შეასრულა.“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს სატურნირო ცხრილში 19 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ლიდერია. შემდეგ ტურში, ნაპოლი ლეჩეს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.