მანჩინის გაგდებით ემუქრებიან
რობერტო მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენება გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ი იუწყება და წერენ, რომ აპენინელი სპეციალისტის წასვლის შესახებ საზოგადოებას საუდის არაბეთის მეფე აუწყებს. მანჩიოს წასვლის მთავარი მიზეზი ის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, რასაც ამ ქვეყნის ნაკრები მისი მუშაობის პერიოდში აჩვენებს.
გარდა ამისა, როგორც ამბობენ იტალიელს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გარდა, ნაკრების ერთბაშად რამდენიმე მოთამაშესთან გაუფუჭდა ურთიერთობა. მისი ჩანაცვლების მთავარ კანდიდატებად „ალ-ჰილალის“ ყოფილი დამრიგებელი რამონ დიასი და ასევე ერვე რენარი ითვლებიან, რომელიც არაბებს მანჩინის მისვლამდე ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობისას, მუნდიალის პირველ ტურში გუნდმა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების დამარცხებით უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა.
ცნობისათვის, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებით, რობერტო მანჩინის მომზადებული საუდის არაბეთის ნაკრები მესამე ადგილზეა, მუნდიალის საგზურს პირდაპირ კი მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი იძლევა.