ისტორიული ამბავი: ქართველი მსაჯები ჩემპიონთა ლიგაზე
ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს მოემსახურებიან.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, გრაცის „შტურმის'' და ლისაბონის „სპორტინგის'' შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.
ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.
„შტურმისა'' და „სპორტინგის'' შეხვედრა 22 ოქტომბერს, „ვიორთერზე შტადიონზე'' გაიმართება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური