ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი რეალში - მოდრიჩმა ისტორია გადაწერა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ვიგოს სელტას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ისტორიული მატჩი გამოდგა ლუკა მოდრიჩისთვის. ხორვატი ნახევარმცველი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც სამეფო კლუბის რიგებში ითამაშა.
მოდრიჩმა ამის გაკეთება 39 წლის და 40 დღის ასაკში შეძლო. ლუკამ ლეგენდარული უნგრელი ყოფილი ფეხბურთელის ფერენც პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მან სელტას წინააღმდეგ საგოლე პასი შეასრულა.
ასევე გეტყვით, რომ ხორვატი ნახევარმცველი ბლანკოსის ისტორიაში ყველა ტიტულოვანი ფეხბურთელია. მან 27 ტიტულის მოგება შეძლო და სულ მალე რეალის რიგებში 550 მატჩი დაუგროვდა. ახლა ყველა ტურნირზე ერთად 547 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ამ შედეგით მოდრიჩი მე-11 ადგილს იკავებს, თუმცა სეზონის ბოლომდე შანსი ექნება, რომ მე-8 ადგილზე აღზევდეს. ლუკაზე წინ პაკო ხენტო(551 მატჩი), მიჩელი(554 მატჩი) და ხოსე ანტონიო კამაჩო(558 მატჩი) არიან. მე-7 პოზიციაზე ფერნანდო იერო გახლავთ 601 ჩატარებული შეხვედრით და მისი შედეგის გაუმჯობესება შედარებით რთული იქნება.