ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

მატჩის საუკეთესო - გუგეშაშვილის დამაჯერებელი თამაში და მშრალი კარი

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-8 ტურში „ვოლოსი’’ შინ „პანსერაიკოსთან’’ 0:1 დამარცხდა. Sofascore-ს სტატისტიკის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა გუგეშაშვილი გახდა, ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და ამ სეზონში პირველად კარი მშრალად შეინახა. Sofascore-მა ლუკას 8,9 დაუწერა, ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო.

ამ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მეკარემ საბერძნეთის ჩემპიონატის ყველა ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და ყველა მატჩში ძალიან დამაჯერებელია.

ამ მომენტისთვის ლუკას გუნდი „პანსერაიკოსი’’ საბერძნეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში 7 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში „პანსერაიკოსი’’ ათენის აეკ-ს მიიღებს (26 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები