მესის ჰეთ-თრიკი, სუარესის დუბლი - ინტერ მაიამიმ რეგულარული სეზონი მოიგო
MLS-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ინტერ მაიამიმ ნიუ ინგლენდ რევოლუშენს უმასპინძლა და 6:2 გაანადგურა.
აღნიშნული დაპირისპირება ლიონელ მესის ბენეფისად იქცა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ახალი ისტორია დაწერა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი 33 გოლით ინტერ მაიამის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლეომ 3 გოლის გატანა 11 წუთში მოახერხა.
დევიდ ბექჰემის გუნდის მხრიდან დუბლის შესრულება ლუს სუარესმა შეძლო. ერთი გოლი კი კრემაშჩიმ გაიტანა. 8 ოქროს ბურთის მფლობელმა საკუთარ კარიერაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო. მისი გუნდი რეგულარული სეზონის ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალში ინტერ მაიამი საბა ლობჟანიძის ატლანტასა და მონრეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.