ლობჟანიძის გოლით - ატლანტა MLS-ის პლეი-ინში გავიდა
MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ატლანტა იუნაიტედი ორლანდოს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ანგარიში საბა ლობჟანიძემ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ატლანტა პლეი-ინში გავიდა, სადაც მონრეალს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველის გუნდი უკვე პლეი-ოფში გადაინაცვლებს და ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ატლანტამ რეგულარული სეზონი 40 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მონრეალის დამარცხების შემთხვევაში, ატლანტა 1/8 ფინალში ლიონელ მესის ინტერ მაიამის დაუპირისპირდება, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძემ ატლანტას რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.