კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ალკარასი დაამარცხა - სინერმა 6 მილიონი დოლარი მოიგო

საუდის არაბეთში ექვსი მეფის თასის ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ.

პირველ სეტში მოთამაშეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა. ალკარასმა 7:5 მოიგო(7:6).

მეორე სეტი სინერმა დამაჯერებლად დაიწყო და ბრეიკიც შეასრულა, მაგრამ უკუბრეიკი მიიღო და წონასწორობა აღდგა. 3:3-ის შემდეგ, იტალიელმა მნიშვნელოვნად მოუმატა, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:3 მოიგო.

მესამე სეტში იმ დროს, როდესაც ანგარიში სინერის სასარგებლოდ 4:3 იყო, იტალიელმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ალკარასმა ჩაწოდებისას ორმაგი შეცდომა დაუშვა და სწორედ ასე დათმო საკუთარი გეიმი.

ცნობისთვის, იანიკ სინერმა ექვსი მეფის თასის მოგებით 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ბეიჯინგის ტურნირის ფინალში შეხვდნენ და გამარჯვება ალკარასმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთავარი ოცნება ავიხდინე“ - ნადალი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ
“მთავარი ოცნება ავიხდინე“ - ნადალი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ