“მთავარი ოცნება ავიხდინე“ - ნადალი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდნენ. საუდის არაბეთის ექვსი მეფის თასზე სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 7:6 გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა. მატჩის დასრულების შემდეგ, რაფამ კომენტარი გააკეთა.
ნადალი:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა აქ შეკრებილ ადამიანს. აქ საოცარი დღეები გავატარე. ორგანიზატორებმა დიდებული სამუშაო ჩაატარეს. როგორც ნოვაკმა თქვა, ჩვენ საოცარ გარემოში ვითამაშეთ. მინდა ჯოკოვიჩს და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სიტყვისთვის, რაც ჩემი მისამართით თქვეს. ვფიქრობ, რომ არა მისი ხარისხი მე ასეთ დონეზე არ ვიქნებოდი. რეალურად, ნოვაკი მე დამეხმარა და ამისთვის მადლობას ვუხდი.
ასევე, ვულოცავ მის ყველა ტიტულს კარიერაში. რა მომენატრება ყველაზე მეტად? ალბათ ყველაფერი, რაც ჩოგბურთს უკავშირდება. ბევრი ოცნება ამისრულდა. ეს წლები საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. მქონდა შანსი მეთამაშა საუკეთესო ადგილებში, საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ. დასასრულს, მე ვიაზრებ, რომ მთავარი ოცნება ამიხდა. გამოვედი პროფესიონალი ჩოგბურთელი. წლების მანძილზე დიდ სიყვარულს ვიღებდი და დიდი მადლობა ამისთვის."
შეგახსენებთ, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 61-ედ დაუპირისპირდნენ. აქედან 32 მატჩი სერბმა მოიგო, 29 კი ნოვაკმა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მატადორი დევისის თასის შემდეგ, კარიერას ასრულებს და ეს მის კარიერაში ერთ-ერთი უკანასკნელი დაპირისპირება იყო.