ლანსი, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

სენტ-ეტიენმა ისევ წააგო, ზურიკომ სრული მატჩი ჩაატარა

ლიგა 1-ის მე-8 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ლანსს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მე-20 წუთზე სტუმრები ანდი დიუფის შემდეგ შორეული დარტყმით პრჟემიშლავ ფრანკოვსკიმ დააწინაურა. 79-ე წუთზე რემი ლაბო ლასკარიმ სენტ-ეტიენის მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის ოლივიე დალ'ოლიომ სასტარტო შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე გაამწესა. ქართველმა შემტევმა Sofascore-ისგან 7,3-იანი შეფასება მიიღო - საუკეთესო „სენტ-ეტიენის“ რიგებში, გუნდის კაპიტან იუნის აბდელჰამიდთან ერთად.

დავითაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარისკენ, 2 დაბლოკილი დარტყმა, დრიბლინგის 2 წარმატებული მცდელობა, ბურთთან 40 შეხება, 23-დან 18 ზუსტად შესრულებული პასი (78%), 4 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 4-დან 3 პოზიციური დუელის მოგება და 9 დაკარგული ბურთი. დავითაშვილი ერთხელ მოხვდა თამაშგარეში და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები „ლანსთან“

8 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს დავითაშვილის გუნდი 26 ოქტომბერს „ანჟეს“ წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, ლიგა 1-ში ჩატარებულ 8 მატჩში ზურიკოს ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდი უშანსოდ დამარცხდა - ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა
უოტფორდი უშანსოდ დამარცხდა - ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა