ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

“იმედი მაქვს, ერთ დღეს ზღვის სანაპიროზე დავლევთ“ - ნოვაკმა ნადალს მიმართა

რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდნენ. საუდის არაბეთის ექვსი მეფის თასზე სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 7:6 გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნოლემ რაფას მიმართა.

ჯოკოვიჩი:

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს. ეს საოცარი გამოცდილება იყო. მადლობა, რომ ჩვენ აქ მოგვიწვიეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის. ახლა კი რაფას მინდა მივმართო. მინდა გავიხსენო როდის დავიწყეთ. 2005 წელი იყო. ჩვენ ერთმანეთს წინააღმდეგ თითქმის 20 წელია ვთამაშობთ.

ასევე, ერთმანეთს 60-ზე მეტჯერ შევხვდით. შენს მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა გამაჩნია. დიდებული სპორტსმენი და დიდებული ადამიანი ხარ. ჩვენი დაპირისპირება გამორჩეული და ინტენსიური იყო. იმედი მაქვს, ერთ დღეს შანსი მოგვეცემა, ზღვის სანაპიროზე დავსხდებით, ცოტას დავლევთ, ცხოვრებისგან სიამოვნებას მივიღებთ და ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ.

ახლა კი მინდა შენ, შენს ოჯახს და გუნდს შენი საოცარი კარიერა მივულოცო. მე კარგად ვიცი, თუ რამხელა თავგანწირვაა ოჯახისგან საჭირო, რომ ასეთ დონეზე ახვიდე. თქვენ ეს ყველაფერი დაიმსახურეთ. შემიძლია მთელი ღამე ვისაუბრო, მაგრამ არ მინდა ამდენი დრო წაგართვა. ჩემთვის დიდი პატივი იყო საჩოგბურთო კორტის შენთან ერთად გაზიარება.

ჩემთვის ახლა ემოციური დღე და მომენტია. ამ წლებში უამრავი მატჩი გავმართეთ. არ დატოვო ჩოგბურთი რაფა, ცოტა ხნით კიდევ დარჩი ჩვენთან ერთად. ვფიქრობ, მთელი საჩოგბურთო სამყარო შენი მადლიერია იმისთვის, რაც ამ სპორტისთვის გააკეთე.“

შეგახსენებთ, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 61-ედ დაუპირისპირდნენ. აქედან 32 მატჩი სერბმა მოიგო, 29 კი ნოვაკმა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მატადორი დევისის თასის შემდეგ, კარიერას ასრულებს და ეს მის კარიერაში ერთ-ერთი უკანასკნელი დაპირისპირება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები