ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ისტორიის დასასრული - ლეგენდების ბოლო დაპირისპირება ჯოკოვიჩმა მოიგო

რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდნენ. საუდის არაბეთის ექვსი მეფის თასზე სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 7:6 გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა.

პირველმა სეტმა ნოვაკის უპირატესობით ჩაიარა. ორი ბრეიკი შეასრულა და დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტი კი ნამდვილი სანახაობა გამოვიდა.

ჯოკოვიჩმა რაფას პირველივე ჩაწოდება მოიგო, თუმცა შემდეგ მატადორმა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მეცხრე გეიმში ჯოკოვიჩმა კვლავ მოახერხა ესპანელის ჩაწოდების მოგერიება და მატჩზე ჩააწოდა. მეტიც, მატჩ პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ნადალმა კიდევ ერთხელ მოახერხა თამაშში დაბრუნება.

საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც ჯოკოვიჩი შეუდარებელი იყო და 4 ეისი შეასრულა. ამის ხარჯზე, სერბმა ტაი-ბრეიკი და მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 61-ედ დაუპირისპირდნენ. აქედან 32 მატჩი სერბმა მოიგო, 29 კი ნოვაკმა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მატადორი დევისის თასის შემდეგ, კარიერას ასრულებს და ეს მის კარიერაში ერთ-ერთი უკანასკნელი დაპირისპირება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექვსი მეფის ტურნირი - სინერმა მედვედევს საუდის არაბეთშიც მოუგო
ექვსი მეფის ტურნირი - სინერმა მედვედევს საუდის არაბეთშიც მოუგო