Crystalbet ეროვნული ლიგა, თბილისის დინამო, თელავი, ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალიას დუბლი - დინამომ თელავი გაანადგურა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში თბილისის დინამომ თელავს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ვახტანგ სალიას, რომელმაც დუბლი შეასრულა. 17 წლის ტალანტმა გოლები 30-ე და 60-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო 63-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

თბილისური კლუბის მხრიდან გოლები სალიას გარდა ხვადაგიანმა, გორდეზიანმა და ვაწაძემ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი გეორგიევიჩმა გამოიჩინა. 

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ, თბილისის დინამო სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, თბილისური კლუბი ქუთაისის ტორპედოს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: “კვარა ფორმაში არ არის“
იტალიელი ჟურნალისტი: “კვარა ფორმაში არ არის“