ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

საუკეთესო იყო - კიტეიშვილის ბრწყინვალე თამაში და დიდებული გოლი

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ქალაქ გრაცის კლუბების, „შტურმისა’’ და „გრაცერ აკ’’-ის საფეხბურთო დაპირისპირება შედგა, მასპინძლებმა 5:2 მოიგეს.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრაში „შტურმის’’ კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იყო. მის ანგარიშზეა მასპინძელთა 2 გოლია (მეორე და მეხუთე), მეორე გოლი დიდებული იყო, უძლიერესად და ზუსტად დაარტყა, მეკარემ რეაგირებაც ვერ მოასწრო.

ასევე, „შტურმის’’ მესამე გოლის ეპიზოდში ეფექტური გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა.

Sofascore-მა მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ფეხბურთელს დაუწერა - 8,7.

მოცემულ ვიდეოში ოთარ კიტეიშვილის საუკეთესო მომენტები,  დრიბლინგი, ეფექტური მოქმედებები, პასები და გოლებია.

 

2018 წლიდან კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, ყველა ტურნირის ჩათვლით ავსტრიულ კლუბში 197 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი შეაგდო და 34 საგოლე პასი შეასრულა.

ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის ათ მატჩში 5 გოლითა და 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

10 ტურში „შტურმმა'' 22 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა, მეორე საფეხურზე „რაპიდია'', რომლის აქტივში 9 მატჩში 18 ქულაა. მომდევნო ტურში „შტურმი'' ლასკ-ს ესტუმრება (27 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები