ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

კონტრაქტი ავტომატურად გაუხანგრძლივდება? - ცნობები ლევანდოვსკის მომავალზე

რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში 2+1 სისტემის კონტრაქტით გადავიდა. 2025 წლის ივნისში ხელშეკრულების ძირითადი მხარე სრულდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ ის მიმდინარე სეზონში მატჩების 50%-ში მიიღებს მონაწილეობას.

ეს კი სავსებით რეალურია, რადგან ჰანსი ფლიკის ფორმაციის ბარსელონაში რობერტს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ამაზე მისი სტატისტიკაც მოწმობს. მიმდინარე სეზონში, ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მაღალი ალბათობით, პოლონელი მომავალ სეზონში ბლაუგრანას მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები