გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდი უშანსოდ დამარცხდა - ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა

პრემიერშიფის მე-10 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ლუტონთან“ სტუმრად ითამაშა და 0:3 დამარცხდა.

ტომ კლევერლის გუნდი ამ მატჩის მოგების შემთხვევაში მე-2 ადგილოსან „სანდერლენდს“ უთანაბრდებოდა, თუმცა სამწუხაროდ უშანსოდ დამარცხდნენ.

შეხვედრაში გოლების ავტორები ჯორდან კლარკი (მე-11 წუთზე), კარლტონ მორისი (47-ე წუთზე) და ჯეიკობ ბრაუნი (91-ე წუთზე) გახდნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე რა თქმა უნდა სასტარტოში იმყოფებოდა, თუმცა მისმა მცდელობებმა ამჯერად შედეგი ვერ გამოიღო. მთლიანად „უოტფორდს“ საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჰქონდა, განსაკუთრებით სუსტად დაცვის ხაზი გამოიყურებოდა. საბოლოოდ ჩაკვემ 90 წუთი ითამაშა.

ამრიგად, ტომ კლევერლის „უოტფორდი“ 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა ტურის სრულად ჩატარების შემდეგ, შესაძლოა უფრო ქვემოთაც აღმოჩნდნენ. მე-11 ტურში მათი მომდევნო მეტოქე 22 ოქტომბერს „ლიდს იუნაიტედი“ (სტუმრად) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიახლეები დამაკლდა, მეტოქეებმა გაგვშიფრეს“ - ძოძუაშვილი სანაკრებო მატჩებზე
„სიახლეები დამაკლდა, მეტოქეებმა გაგვშიფრეს“ - ძოძუაშვილი სანაკრებო მატჩებზე