ნაპოლი, ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: “კვარა ფორმაში არ არის“

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ემპოლის დაუპირისპირდება. მატჩის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

ალვინო:

„ნაპოლი ემპოლისთან მატჩისთვის ისე ემზადება, თითქოს მადრიდის რეალს უპირისპირდება. ეს არის ის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ანტონიო კონტემ დანერგა. საშუალოდ, 2-საათნახევარი ვარჯიში, 50 წუთი ვიდეო ინსტრუქცია და შემდეგ თეორია.

ვფიქრობ, კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში არ არის. ეს მისი შანსი იქნება დაამტკიცოს, რომ ვცდებით.“

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის სათადარიგოთა სკამზე დავიდ ნერეში ზის, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაა.

რამდენიმე დღის წინ, პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ნერეშმა მას საფიქრალი გაუჩინა. ეს ბრაზილიელის პროგრესმა და კარგმა სათამაშო ფორმამ გამოიწვია. კონტეს თქმით, ის ახლა დილემის წინაშეა ვინ დააყენოს, კვარა თუ ნერეში.

ცნობისთვის, ემპოლისა და ნაპოლის დაპირისპირება 20 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
La Repubblica: ნერეში კვარასთვის სერიოზული საფრთხეა
La Repubblica: ნერეში კვარასთვის სერიოზული საფრთხეა