ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ჩავისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბარსას ახალი იმპულსი სჭირდებოდა“ - ლაპორტა ფლიკზე

„ბარსელონას“ წევრთა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ზაფხულში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩავი ერნანდესის გაშვებისა და მის ნაცვლად ჰანს-დიტერ ფლიკის მოყვანის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ლაპორტამ:

„გადავწყვიტეთ, „ბარსასთვის“ მწვრთნელის შეცვლით ახალი იმპულსი მიგვეცა. „ლა მასიასთან“ და ფლიკთან ერთად ისევ წარმატებების გზაზე დავბრუნდებით. ასევე დიდი სამუშაო გასწია დეკუმ, რომელმაც სახელფასო ხარჯები შეამცირა.

ყველაზე დიდი შოკი გუნდისთვის მწვრთნელის შეცვლა იყო, მაგრამ მივხვდით, რომ ჩავისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყოი. კმაყოფილები ვართ ფლიკის მუშაობით“.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკმა „ბარსელონა“ ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ლა ლიგაში „ბლაუგრანამ“ 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ „მონაკოსთან“ დამარცხდა, შემდეგ კი „იანგ ბოიზს“ სძლია.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს „ბარსელონა“ „სევილიას“ წინააღმდეგ 20 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს“ - ლაპორტამ ჩავის კბილი გაჰკრა
„თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს“ - ლაპორტამ ჩავის კბილი გაჰკრა