მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მას ბრძოლა დეკემბერში სურდა...ძმაო, მე ტიტული ახლახან მოვიგე“ - მერაბი უმარზე

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვისა და სონგ იადონგის ბრძოლაზე ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 დეკემბერს ფინალური ღონისძიების მთავარი მოვლენა სწორედ უმარისა და სონგის ბრძოლა იქნება, თუმცა ყველა მაინც მერაბ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ჩხუბის მოლოდინშია.

ამ ბრძოლის ჩანიშვნას დვალიშვილი მოკლედ გამოეხმაურა:

„უმარს ჩემთან ბრძოლა დეკემბერში უნდოდა... ძმაო, მე ტიტული ახლახან მოვიგე“.

- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ვე გამარჯვებით დაასრულა. წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა ბოლოს კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: ეს ლიგის ფინალივით იქნება, მე ბერნაბეუზე ვიჩხუბებ
თოფურია: ეს ლიგის ფინალივით იქნება, მე ბერნაბეუზე ვიჩხუბებ