გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ფიზიკური დისკომფორტი აქვს - წიტაიშვილი ტენერიფესთან არ იქნება

ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში გრანადა ტენერიფეს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, არასასიამოვნო ამბავი გავრცელდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილი ტრავმირებულია და აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, წიტაიშვილი მოედანზე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და განცალკევებით სპორტ დარბაზში ირჯებოდა.

წყაროს ცნობით, გიორგი წიტაიშვილი ფიზიკურ დისკომფორტს განიცდის და ხელმძღვანელობას გარისკვა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი ესპანურ კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
La Repubblica: ნერეში კვარასთვის სერიოზული საფრთხეა
La Repubblica: ნერეში კვარასთვის სერიოზული საფრთხეა