ერიკ ტენ ჰაგი, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„მაკტომინეი ძალით გამაშვებინეს“ - ტენ ჰაგის აღიარება

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლიმ“ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და ამაზე გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს - ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები შვიდი ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, რაც ძველი ლიდერების გარდა, ახალწვეულების დამსახურებაცაა. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერიდან“ დამატებული სკოტ მაკტომინეი და ამ უკანასკნელის თაობაზე „ბრენტფორდთან“ მატჩის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, იუნაიტედის ნიდერლანდელმა თავკაცმა ამომწურავი პასუხი გასცა.

ერიკ ტენ ჰაგი

სიმართლე თუ გაინტერესებთ, სკოტის წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა განმიცხადეს, რომ ფინანსური ფეარ პლეის წესების დასარეგულირებლად, ამის გაკეთება აუცილებელი იყო. ნამდვილად არ მიკვირს „ნაპოლიში“ მისი მაღალ დონეზე თამაში, რადგან მაკტომინეი უმაღლესი კლასის ნახევარმცველია.

მე-14 ადგილზე ყოფნა არც მე და კლუბის არც ერთ წარმომადგენელს არ მოსწონს, მაგრამ ახლაც მგონია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან გუნდის შიგნით კარგი სურათია შექმნილი და იმედია სიტუაცია გამოსწორდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებმა ტენ ჰაგს სიტუაციის გამოსასწორებლად „ბრენტფორდთან“ საშინაო და „ფენერბაჰჩესთან“ საგარეო მატჩები მისცეს და თუ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს, პოსტიდან დაითხოვენ და მის ადგილზე რუუდ ვან ნისტელროის დანიშნავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“2 სეზონში 2 ტიტულის მოგება ადვილი არ არის“ - ენდი კოული ტენ ჰაგზე
“2 სეზონში 2 ტიტულის მოგება ადვილი არ არის“ - ენდი კოული ტენ ჰაგზე