ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„კიდევ რამდენიმე სლემი მინდა“ - ჯოკოვიჩი წასვლას არ აპირებს

2024 წელი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ცალსახად წარუმატებელი გახლდათ, რადგან შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა ისეთი ფაქტი, რომ მან ვერც ერთი დიდი სლემის ტურნირი ვერ მოიგო. 37 წლის სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა, როლან გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა მესამე წრეში დაასრულა.

მსგავსი დანავსული პერიოდის გამო, ბუნებრივია ბევრს საუბრობენ, რომ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შემდეგ, აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ „დიდი სამეულის“ ბოლო წარმომადგენელიც გამოაცხადებს, თუმცა ნოლე სულ სხვაგვარ განწყობაზე, რაც მის მიერ La Nacion-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დადასტურდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ კიდევ რამდენიმე დიდი მუზარადის ტურნირის მოგება შემიძლია, რადგან ერთადერთი, რაც ამ დრომდე კორტზე მტოვებს, სლემების რაოდენობის გაზრდის დაუოკებელი სურვილია. ასევე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ქვეყნის სახელით ოლიმპიურ თამაშებსა და დევისის თასზე ასპარეზობა და გეკითხებით, რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება?!

იცით, რომელი ადამიანები მეცოდება? ისინი, რომლებიც ჩემს სპორტიდან წასვლას ელოდებიან, რადგან მათ კორტზე ჩემი ყურება კიდევ დიდხანს მოუწევთ. ბევრი მეუბნება, რომ შეჩერება, ახლა კარიერის პიკზე სჯობს, მაგრამ ჯერ კიდევ ვგრძნობ იმ შემართებასა და სურვილს, რაც სახლიდან შორს ყოფნის უდიდეს სევდას სჯობნის და სანამ ეს ასე შენარჩუნდება, ჩოგბურთს თავს არ დავანებებ.

დიდი სლემის ტურნირებიდან ნოვაკ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული. როლან გაროსზე, უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე კი ჩემპიონი შესაბამისად, 3-ჯერ, 7-ჯერ და 4-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მე-100 ტიტული ვერ მოიგო - ჯოკოვიჩი სინერთან ფინალში დამარცხდა
მე-100 ტიტული ვერ მოიგო - ჯოკოვიჩი სინერთან ფინალში დამარცხდა