„მომენტების რეალიზება უნდა ისწავლოს“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
„რეჯანასთან“ მატჩის წინ, „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ვივარინიმ გუნდში არსებული მდგომარეობა შეაფასა და გიორგი კვერნაძის შესახებაც ისაუბრა.
„ჩვენი ამჟამინდელი საფიქრალი მხოლოდ ქულების დაგროვებაა. მთელი კვირა რეჯინასთან მატჩზე ვფიქრობდით. კონცენტრაცია და ვარჯიში - გუნდი კარგად მოემზადა და კვირას ბრწყინვალე შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.
კვერნაძე? ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომენტების რეალიზება უნდა ისწავლოს, რასაც ვარჯიშებზე აკეთებს კიდეც. მას კარგი ფეხები და ტექნიკა აქვს. მაგრამ შეტევაში თამაშის სრულყოფა ჯერ კიდევ სჭირდება. ამაზე ვმუშაობთ. პოტენციურად, ის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც გუნდის ამ რთული ვითარებიდან ამოყვანა შეუძლია. იგივე ეხებათ გუნდის სხვა მოთამაშეებსაც“.
- ციტირებს ვივარინის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი.
სერია B-ში „ფროზინონე“ 8 ტურის შემდეგ, 6 ქულით ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. „რეჯანასთან“ მატჩი კვირას 17:00-ზე დაიწყება.