ვილი სანიოლი, რევაზ ძოძუაშვილი
Aa
Aa

„სიახლეები დამაკლდა, მეტოქეებმა გაგვშიფრეს“ - ძოძუაშვილი სანაკრებო მატჩებზე

ოქტომბერში სტუმრად უკრაინასთან (0:1) და საკუთარ სტადიონზე ალბანეთთან (0:1) განცდილი მარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის I ჯგუფში ლიდერობასთან ერთად, ფავორიტის სტატუსი დაკარგა. წარუმატებლობას უმეტესობა მოედნის ცუდ საფარსა და მეორე მატჩში გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნას აბრალებდა, თუმცა ვეტერან ფეხბურთელსა და მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს ამ ყველაფერზე განსხვავებული მოსაზრება აქვს.

რას ამბობს ძოძუაშვილი

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მეტოქეებმა გაგვშიფრეს, რადგან როგორც უკრაინის, ასევე ალბანეთის ნაკრები ერთი და იგივე სქემით გვეთამაშა და ორივემ გვაჯობა. გასაგებია, რომ ქოჩორაშვილის არყოფნა თბილისში უდიდესი დანაკლისი იყო, მაგრამ მწვრთნელს სათადარიგო ვარიანტი ყოველთვის უნდა გააჩნდეს.

რატომ თამაშობს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ყოველ სეზონში „რეალი“ უმაღლეს დონეზე და რის ხარჯზე აღწევს წარმატებებს? იმის, რომ იტალიელი სპეციალისტი მუდამ სიახლის ძიებაშია და სხვადასხვა მოთამაშეებს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

შეიძლება უცბად Crystalbet ეროვნულ ლიგაშიც გამოჩნდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილის მსგავსად ითამაშებს, ან კიდევ 21-წლამდე გუნდში იყვნენ ახალი ჩაკვეტაძეები და კვარაცხელიები - ამას ყველაფერს მწვრთნელის თვალი და ალღო სჭიდება და ვილი სანიოლიც მუდამ ძიებაში უნდა იყოს. ქოჩორაც ხომ თავის დროზე მისი აღმოჩენა იყო და ამ ბიჭის შემოსვლამ ეროვნულ ნაკრებში მეტოქეები დააბნია.

ახლაც რამის მოფიქრებაა საჭირო. მახსოვს, 2023 წლის შემოდგომაზე ესპანეთთთან თბილისში 1:7 რომ დავმარცხდით, ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას მე, მურთაზ ხურცილავამ და მანუჩარ მაჩაიძემ საჯაროდ ვთქვით, ხომ არ იქნებოდა კარგი, ნაკრები 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშზე გადასულიყო. საბედნიეროდ, სანიოლი სწორედ ასე მოიქცა და ხომ ნახეთ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა გავაოცეთ.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, 79 წლის ძოძუაშვილს საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამ სხვადახვა გუნდში, „დინამო თბილისში“ (1992), ქუთაისის „ტორპედოსა“ (2002) და რუსთავის „ოლიმპში“ (2007) მუშაობისას აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნოემბერში ყველაფერი გამოსწორდება“ - გაბელია ნაკრების ორ მარცხზე
„ნოემბერში ყველაფერი გამოსწორდება“ - გაბელია ნაკრების ორ მარცხზე