ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

თოფურია: როცა ამას გავაკეთებ, ჰოლოუეი აუცილებლად დამნებდება

კევინ იოლთან ინტერვიუში ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.

წარმოიდგინეთ, ბრძოლა დაიწყო და ჰოლოუეი იწყებს მოძრაობას, დარბის ოქტაგონის შიგნით და არ ჩერდება, რომ მუშტებით რამდენიმე დარტყმა გავცვალოთ, იმიტომ რომ ჩემთან ნამდვილი ჩხუბი არ სურს. მე კი გეტყვით, რომ როცა მომინდება შემიძლია მაქსი ძირს დავაგდო (თეიქ დაუნი), ადრე თუ გვიან ამ გადაწყვეტილებას მივიღებ და მას დანებებას ვაიძულებ. როცა მე ჰოლოუეის ძირს დავაგდებ, ის მაშინვე დამნებდება. ის ვერაფერს დამიპირისპირებს და აუცილებლად დამნებდება.

მე არ მინდა ჰოლოუეის რაიმე ჩამოვართვა, რადგან ის აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მებრძოლია, დიდი გამოცდილებით. მაგრამ ამავე დროს, ის აქამდე არავის შეხვედრია ვინმეს ჩემსავით ძლიერს. თუ, მაქსი ძირს დავაგდე ( თეიქ დაუნი), რა თქმა უნდა, თუ იქამდე არ დავანოკაუტებ, როდესაც იგი ძირს იქნება, არ მგონია, რომ მან ჩემს გადაწყვეტილებებს რაიმე დაუპირისპიროს.

დამიჯერეთ, პარტერში ძალიან კარგი ვარ, იმაზე კარგიც კი, ვიდრე კრივის გამოყენებისას. პრობლემა ისაა, რომ ხალხს ჯერ ჩემი მხრიდან ჭიდაობა არ უხილავს, რადგან ეს არ დამჭირვებია“.

- განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს სხვა მეტოქე აღარ ჰყავს“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილი-უმარის ჩხუბზე
„მერაბს სხვა მეტოქე აღარ ჰყავს“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილი-უმარის ჩხუბზე