ბითაძის 6 ქულა და 7 მოხსნა - ორლანდომ ფილადელფია დაამარცხა
NBA-ს გუნდები უკვე პრესეზონის შეხვედრებს ასრულებენ. მოსამზადებელი ეტაპის თავისი ბოლო შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც „ფილადელფიას“ 114:99 მოუგო.
გოგა ბითაძემ ამ შეხვედრაში ჯამში 10:46 წუთი ითამაშა, 6 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 25 წლის ქართველი ცენტრი თამაშში თადარიგიდან ჩაერთო.
Wonderful play call by Jamahl Mosley and another assist from Anthony Black leads to an easy Goga Bitadze bucket pic.twitter.com/Je75thZ3P2
— The Magic Way (@MagicFilmRoom) October 19, 2024
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 24 წუთში 21 ქულა ჩააგდო. 12 ქულა ჰქონდა ჯეილენ საქსს, ჯეტ ჰოვარდს კი 11.
„ფილადელფიამ“ ჯოელ ემბიდისა და პოლ ჯორჯის გარეშე ითამაშა. მათ რიგებში 17 ქულით კელი უბრე გამოირჩა. ანდრე დრამონს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 12 ქულა, 20 მოხსნა.
ბოლოს გეტყვით, რომ ბითაძის გუნდი NBA-ს რეგულარულ სეზონს 24 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ შეხვედრით დაიწყებს.