გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, კაიომჰინ კელეჰერი
Aa
Aa

მინიმუმ შობამდე ვერ ითამაშებს - ალისონის ტრავმა სერიოზულია

ინგლისის პრემიერ ლიგის VII ტურში „კრისტალ პალასთან“ (1:0) მატჩში მიღებული ტრავმა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ და ალისონი „ლივერპულს“ სავარაუდოდ დეკემბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, სამედიცინო შტაბის წევრები მას ბრაზილიელი მეკარის გამოჯანმრთელებას შობის პერიოდისთვის ჰპირდებიან, თუმცა ჯერჯერობით როგორც ექიმებს, ასევე მას რაიმეს გადაჭრით თქმა უჭირთ და ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი პასუხის გაცემა 2-3 კვირაში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უკვე „ლივერპულის“ საკუთრებაა და „ვალენსიაში“ მხოლოდ იჯარით თამაშობს, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ ის „ენფილდზე“ ალისონის დაშავების გამო ამ სეზონშივე ჩაიყვანონ, რადგან ბრაზილიელს ირლანდიელი კაიომჰინ კელეჰერის სახით კვალიფიციური შემცვლელი უკვე ჰყავს და წელს იმედები მასზე მყარდება.

ალისონ ბეკერმა, რომელსაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართული 8 მატჩიდან 5-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო“ | Goal-ის სტატია ლივერპულზე
„მამარდაშვილის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო“ | Goal-ის სტატია ლივერპულზე