მაქს ჰოლოუეი, ალექს პერეირა
Aa
Aa

„არც მე, არც ილია“ - ჰოლოუეიმ წლის მებრძოლი დაასახელა

მაქს ჰოლოუეი სოციალური ქსელის საშუალებით UFC-ის მოყვარულებისა და გულშემატკივრების შეკითხვებს ხშირად პასუხობს. ამჯერად, მისი აზრი აინტერესებდათ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიიჩნევს 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად, რაზეც ამერიკელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და სრულიად მოულოდნელად საკუთარი თავი კანდიდატებს შორისაც არ შეიყვანა.

რას ამბობს ჰოლოუეი

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ საკუთარ თავს დავასახელებ, მაგრამ ასე არ მოვიქცევი. ისე, ალბათ ყველამ კარგად ნახეთ ხალხის აღფრთოვანება, როდესაც გეიჯი ბრძოლის ბოლოს ნოკაუტში ჩავაგდე. სხვათა შორის მაშინ ილია თოფურიაც იქ იმყოფებოდა და გაოცებულთან ერთად, ალბათ შეშინებულიც დარჩა.

წლის საუკეთესო მებრძოლი არც მე ვარ და არც ილია, ეს ალექს პერეირაა, რომლისთვისაც საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევა ვერავინ მოახერხა. ის ძალიან რთულად დასამარცხებელი მეტოქე გახლავთ და წლის მებრძოლის პრიზი პრაქტიკულად უკვე ჯიბეში უდევს.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირამ 175 დღის განმავლობაში UFC-ის ჩემპიონის ტიტული სამჯერ დაიცვა და ორჯერ ირჟი პროხაცკა დაამარცხა, ხოლო ბოლოს ხალილ რანთრის აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკური ნოკაუტი - ალექს პერეიერამ ხალილ რანთრი დაამარცხა
ტექნიკური ნოკაუტი - ალექს პერეიერამ ხალილ რანთრი დაამარცხა