თოფურია: ეს ლიგის ფინალივით იქნება, მე ბერნაბეუზე ვიჩხუბებ
ილია თოფურიას ტიტულის დამცველ პირველ ბრძოლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „ელ მატადორი“ ESPN-ს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამომავლოდ მისი გეგმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრძოლის გამართვაა.
„მე სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა ვიჩხუბო და ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი იქნება. 90 000 მაყურებელი ეს UFC-ის რეკორდია და მე აქ ჩამოვალ, სტადიონი ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გაივსება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ლეგენდარულ სტადიონზე ვიჩხუბო.
რეალის ღირებულებები ჩემთან ძალიან ახლოსაა. ეს მოტივაციას ყოველთვის მმატებდა. ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მოედანზე, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება სატურნირო ცხრილში, ისინი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან.
ბავშვობიდან ჩემი ფავორიტი მოთამაშე სერხიო რამოსი იყო. მე მისი ხასიათი მომწონდა, ასევე როგორც ფეხბურთელი. მისი პიროვნება, რასაც იგი წარმოადგენს - ჩვენ ნომერ პირველები ვართ“.
- ამბობს თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის გასამართი ბრძოლა 27 ოქტომბერს ჩვენი დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე გაიმართება.