რეალი უფრო რეალურია - ჰოლანდი ბარსაში გამოირიცხა
ცნობილ გერმანულ სპორტულ არხ Sky Sport Deutschland-ზე ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათლად არის აღწერილი თუ რატომ აქვს ნორვეგიელი ფორვარდის დამატების უფრო მეტი შანსები „რეალს“, ვიდრე „ბარსელონას“. კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ოცნება რომ 2026 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ საუკეთესო ბომბარდირი შეეძინა, ოცნებადვე დარჩება, რადგან სამეფო კლუბი მომავალ ზაფხულშივე აპირებს აქტიურობას, რადგან კილიან მბაპეს ტრანსფერს უკვე ნანობს და მადრიდელები თვლიან, რომ მათ რიგებში თანამედროვეობის მეორე ტოპ-ფორვარდი უფრო გაამართლებს.
ლაპორტას ჰოლანდის წინა აგენტ მინო რაიოლასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის ამჟამინდელ წარმომადგენელ რაფაელ პიმიენტას ასე კარგად არ იცნობს, რის გამოც გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. „ქალაქელებთან“ ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, სკანდანავიელის შეძენა არაინგლისურ კლუბს 80 მილიონ ევროდ შეუძლია, რისი გადახდის საშუალებაც NIKE-თან სარფიანი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, „ბარსას“ ამ ეტაპზე არ შეუძლია, ხოლო სამეფო კლუბი მსგავს დანახარჯებს არ მოერიდება.
მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 7 ტურში გატანილი 10 გოლით ერლინგ ჰოლანდი ინგლისის პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია.