ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

Tmw: შეთანხმება ვერ ხერხდება, ნაპოლი ზაფხულში კვარას გაუშვებს

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება და ყველაფერი ისე მიდის, ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

„ნაპოლი მომავალ ზაფხულს ხვიჩას დაკარგვას შეეგუება. მისი კონტრაქტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ვერ ხერხდება. დე ლაურენტისმა ფეხბურთელის წარმომადგენლებს კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ანაზღაურება წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კვარას მამამ და მისმა აგენტმა 8-9 მილიონი მოითხოვეს, თითქოს ხვიჩა კი არა ლაუტარო მარტინესი ყოფილიყო. მსგავს ციფრებზე ნაპოლი თანხმობას არ განაცხადებს, რომელსაც ვიქტორ ოსიმენი ჯერაც არ გაუყიდია.

ასე რომ, კონტრაქტის განახლების გარეშე კვარაცხელიაც სატრანსფერო ბაზარზე აღმოჩნდება, ეს კონტეს თანხმობით მოხდება. ნაპოლის 2025 წლის ზაფხულში ბოლო შანსი ექნება, რომ კვარა სარფიანად გაყიდოს. ფეხბურთელი კი თავის მხრივ საკუთარ დაბალ ანაზღაურებას გამოიყენებს, ისევე როგორც ეს ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში გადასვლისას გააკეთა. მას მნიშვნელოვანი მატება ექნება და შესაძლოა კონტრაქტის ხელმოწერის ბონუსიც მიიღოს, როგორც ეს სერბის შემთხვევაში მოხდა, რომელიც ახლა ამ ხრიკის შედეგად წლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ხვიჩას ნომერ პირველი მსურველი პსჟ არის, რომელიც გასულ ზაფხულს მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვდა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის და სეზონის ბოლოს კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შანსები ნელ-ნელა საგრძნობლად იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სხვა კლუბები უკეთეს პირობებს ჰპირდებიან - მაროლდა კვარას უარზე
შესაძლოა, სხვა კლუბები უკეთეს პირობებს ჰპირდებიან - მაროლდა კვარას უარზე