მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს სხვა მეტოქე აღარ ჰყავს“ - რუსი მებრძოლი დვალიშვილი-უმარის ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონიოს მეორე ნომერს, უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლა უკვე ჩაუნიშნეს და გაირკვა, რომ მისი და სონგ იადონგის დაპირისპირება 14 დეკემბერს ამ ორგანიზაციის ფინალური ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, თუმცა ყველა მაინც მერაბ დვალიშვილისა და უმარის ჩხუბის მოლოდინშია. ქართველი ჩემპიონის შესახებ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში რუსმა მებრძოლმა ივან შტირკოვმა ისაუბრა.

რას ამბობს დვალიშვილზე

ომალი ოქტაგონზე აქეთ-იქეთ უაზროდ დარბოდა და საბოლოოდ მერაბმა მას თავის ადგილი მიუჩინა. დვალიშვილის მიერ ქამრის მოგების შემდეგ, მისი და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის ჩანიშვნა ყველანაირი სპორტული პრინციპების გათვალისწინებით, ბოლომდე სამართლიანი იქნება.

აბა სხვას ვის უნდა ეჩხუბოს მერაბი? სხვა მეტოქე დარჩა? ჩემპიონებმა ასეთ ბრძოლებზე უარი არ უნდა თქვან, რადგან მათ ამის საშუალებას UFC-ის ხელმძღვანელები არ მისცემენ. მერაბი ვერსად ვერ გაიქცევა, რადგან უმარის გარემოცვას ორგანიზაციაზე დიდი ზეგავლენა გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი შონ ომალის დამარცხებით მოიპოვა და ქართველ „მანქანას“ უკვე ზედიზედ 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მერაბი აპირებს, რომ თავი ამარიდოს...“ - რას წერს უმარი
„თუ მერაბი აპირებს, რომ თავი ამარიდოს...“ - რას წერს უმარი