გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ლივერპულში ბედნიერია | ალისონი ენფილდის დატოვებას არ აპირებს

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ, Football Insider-მა ალისონ ბეკერის სამომავლო გეგმებზე დაწერა. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შემდეგ, „ლივერპულის“ ბრაზილიელ მეკარესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები გაჩნდა და Football Insider-ი სწორედ ამ საკითხს შეეხო.

ალისონი „ენფილდზე“ თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის დატოვებას არ აპირებს. მას „წითლებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს და „მამარდას“ გადაყვანის მიუხედავად, გუნდში არსებული ვითარებით კმაყოფილია.

Football Insider-ის მიხედვით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ და უნდა აირჩიონ, კლუბის გრძელვადიანი გეგმები როგორი იქნება. რამდენიმე დღის წინ, TV პირველთან საუბრისას, „მამარდამ“ განაცხადა, რომ მზადაა, ალისონის დარჩენის შემთხვევაში, მას კონკურენცია გაუწიოს.

ცნობისთვის, ზაფხულში, ალისონით საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ გაიჩარხა. ბოლო პერიოდში, ბრაზილიელმა მეკარემ რამდენიმე ტრავმა მიიღო და GOAL-მა „ლივერპულს“ ურჩია, აქცენტი მამარდაშვილზე გააკეთოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზედმეტად არასტაბილურია“ | რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
„ზედმეტად არასტაბილურია“ | რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე