რატომ შლის მაკგრეგორი პოსტებს | ილია თოფურიას განმარტება
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Shak MMA-სთან საუბრისას კონორ მაკგრეგორის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ირლანდიელ მებრძოლს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების რამდენიმე საათის შემდეგ წაშლა ახასიათებს და „ელ მატადორმა“ ახსნა, ამას რატომ აკეთებს.
„რატომ შლის კონორი პოსტებს? იმიტომ რომ, მშიშარაა. პატარა ბავშვია. შეურაცხყოფას გაყენებ, სოციალურ ქსელში რაღაც სისულელეს ვწერ და შემდეგ ვშლი. ასე ფიქრობს მაკგრეგორი და ჯანდაბაშიც წასულა“.
ცნობისთვის, მაკგრეგორის წაშლილ პოსტებში საუბარი არა მხოლოდ ილიაზე, არამედ მერაბ დვალიშვილზეც იყო. კონორმა ერთ-ერთ პოსტში შონ ომალიზე ილაპარაკა და მან „შუგას“ ურჩია, რა უნდა გააკეთოს, რათა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნოს.
გეტყვით იმასაც, რომ მაკგრეგორსა და თოფურიას შორის ბოლო დღეებში, სიტყვების ომი მიმდინარეობს. კონორმა ილიას მეტსახელი შეუცვალა და „ელ მატადორის“ ნაცვლად, „ლეკვი“ უწოდა, თოფურიამ კი ირლანდიელი ყალბ მებრძოლად მოიხსენია.