გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

შეხვედრა წარსულთან - ქოჩორაშვილის განსაკუთრებული მატჩი

„ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში სანამ ადგილს დაიმკვიდრებდა, გიორგი ქოჩორაშვილს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია და ერთი სეზონით იჯარის წესით „კასტელონშიც“ გამოდიოდა, რომელსაც ის და მისი თანაგუნდელები ხვალ, სეგუნდადივიზიონის მე-10 ტურში შეხვდებიან. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება AS-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

რას წერენ ქოჩორაშვილზე

მომდევნო შეხვედრა „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველისთვის გიორგი ქოჩორაშვილისთვის და ბრაზილიელი ფორვარდისთვის ფაბრიციოსთვის განსაკუთრებულია, რადგან ისინი „კასტელონში“ თამაშობდნენ. ფაბრიციოსგან განსხვავებით, ქოჩორაშვილის კარიერა გაცილებით უფრო პროგრესულია, რაშიც მას ხელი სანაკრებო წარმატებებმა შეუწყო.

საოცარი შრომისმოყვარეობის ხარჯზე გიორგიმ იმდენს მიაღწია, რომ ახლა არამხოლოდ „ლევანტეს“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია, არამედ მასზე პრეტენზიას პრიმერადივიზიონის რამდენიმე კლუბიც აცხადებს.

ცხრა ტურში დაგროვებული 15 ქულით „ლევანტე“ სეგუნდადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ...“ | რა თქვა ქოჩორამ უკრაინის ნაკრებზე
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ...“ | რა თქვა ქოჩორამ უკრაინის ნაკრებზე