ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ზედმეტად არასტაბილურია“ | რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე

ნეაპოლურმა გაზეთმა, Il Mattino-მ, დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე დაწერა. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „კვარას“ ბოლოდროინდელი ასპარეზობაა მოქცეული და ანტონიო კონტეს დამოკიდებულებაა აღწერილი.

„ქართველ ფეხბურთელს ცვლილებები ესაჭიროება. ის ზედმეტად არასტაბილურია, თუმცა, კონტეს მასში ეჭვი ერთი წამითაც არ შეუტანია. მართალია, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჩიხშია შესული, მაგრამ ანტონიო ემოციებს არ ჰყვება, რადგან იცის, ამას რამხელა გავლენა შეიძლება, 23 წლის ბიჭზე ჰქონდეს“.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის ხელფასის საკითხზე ვერ ხდება შეთანხმება. იტალიურ პრესაში წერენ, რომ ხვიჩას აგენტები 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვენ, აურელიო დე ლაურენტისი კი დათმობებზე წასვლაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ნაპოლი“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, კვარაცხელიას კი 3 გოლი და 2 ასისტი აქვს შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FootballLeagueWorld: უოტფორდის რიგებში ჩაკვეტაძე ბრწყინავს
FootballLeagueWorld: უოტფორდის რიგებში ჩაკვეტაძე ბრწყინავს