გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

FootballLeagueWorld: უოტფორდის რიგებში ჩაკვეტაძე ბრწყინავს

ბრიტანული ვებგვერდი FootballLeagueWorld, რომელიც ინგლისის ჩემპიონშიფს აქტიურად აშუქებს, 19 ოქტომბერს „ლუტონსა“ და „უოტფორდს“ შორის გასამართი მატჩის შესახებ წერს და „ონავრების“ რიგებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს გამოარჩევს.

რას წერს გამოცემა:

„სეზონის სტარტზე „უოტფორდის“ რიგებში ერთი ფეხბურთელი გამოირჩევა და ეს 25 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა. როგორც ჩანს, მომავალ წლებში „უოტფორდს“ ის ძალიან გამოადგება და მის სანაცვლოდ კლუბი დიდ თანხას მიიღებს. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ 25 საგოლე შანსი შექმნა, რითაც მხოლოდ „მიდლსბროს“ ფეხბურთელ ფინ აზაზს (26) და „ლუთონის“ წარმომადგენელ ალფი დაუთის (29) ჩამორჩება.

მისი კლასი უდავოა, გასულ სეზონში ადაპტაციის გავლის შემდეგ ის ტომ კლევერლის გუნდში უკვე ბრწყინავს. დიდი ალბათობით, „უოტფორდისა“ და „ლუტონის“ მატჩის ბედს სწორედ ჩაკვეტაძის ან დაუთის შთამაგონებელი თამაში გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 16 ქულით ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. უახლოეს ტურში „ონავრები“ „ლუტონს“ ეწვევიან - მატჩი 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაში უფრო ეფექტური უნდა გახდეს“ | ფროზინონეს თავკაცი კვერნაძეზე
„შეტევაში უფრო ეფექტური უნდა გახდეს“ | ფროზინონეს თავკაცი კვერნაძეზე